საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ასოცირებული პროფესორის ჯემალ ხარიტონაშვილის ახალი პუბლიკაცია

           
       ჟურნალმა  „გლობალიზაცია  და  ბიზნესი“  N 12, 2021, გვ.  57-60(საქართველო)  გამოაქვეყნა  ივ. ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის, საერთაშორისო  ეკონომიკისა  და  ეკონომიკურ  მოძღვრებათა   ისტორიის  კათედრის ასოცირებული  პროფესორის  ჯემალ  ხარიტონაშვილის ახალი სტატია- „კონვერგენციის თეორიის თანამედროვე  ასპექტები“ 

    Author  Jemal  Kharitonashvili  “MODERN  ASPECTS  OF  CONVERGENCE THEORY”
    publishid  2021-12-15/  pages  57-60
    ჟურნალი  „გლობალიზაცია  და  ბიზნესი“ ფიგურირებს  მსოფლიოს ისეთ ცნობილ  ბაზებში როგორიცაა EBSCO,  ERIH  PLUS.  Google  Scholar,  INDEX  COPERNICUS. ISSN  24-49-239
    JEL Cassifications.B30,047,p 16
    https//doi.org/10:35945/gb.2021.12.007
     

    კონვერგენცია რაიმე ნიშან-თვისებათა დამთხვევა, ინტეგრაცია. ხხვადასხვა  სოციალური  და   პოლიტიკური  სისტემების, მათი  სტრუქტურების  თანდათანობითი  დაახლოება.  ურთიერთკავშირის, თანანშრომლობისა  და ურთიერთგაგების  საფუძველზე  არსებითი  წინააღმდეგობის გადალახვა  და საერთო  მახასიათებლების  შეძენა.  რაც განსაკუთრებით აქტიურდება  მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების,  ინტერნაციონალიზაციისა  და  გლობალიზაციის პირობებში, ახალი  ტიპის, შერეული,  ე. ი.ჰიბრიდული საზოგადოების შექმნამდე, რომელიც  თავის  თავში  მოიცავს  დადებითს სხვადასხვა სოციალური   და   პოლიტიკური  სისტემებიდან. აღნიშნულის  საფუძველზე,  უნდა გადაწყდეს თანამედროვეობის  გლობალური  და  ზოგადსაკაცობრიო პრობლემები.

    ბოლო  პერიოდში სოციალისტური  სისტემის  მარცხი,  დღის  წესრიგიდან  არ  ხსნის კონვერგენციის საკითხს,  თუმცა  კი  სერიოზულად  ცვლის  მის  შინაარსს  და  წინა  პლანზე ახალ  ტენდებციებსა  და ასპექტებს აყენებს.      

    თვით  ჯ. სოროსი  აღნიშნავს,  რომ  ღია  საზოგადოების და  სხვა პოლიტიკური  სისტემების მტერი კომუნიზმი  კი  აღარ  არის,  არამედ  კაპიტალიზმია.  კაპიტალიზმი  ასევე  აღარ  მოსწონს  მსხვილ მილიარდერ  უორენ  ბაფეტსაც.  უინსტონ  ჩერჩილს  არ  მოსწონდა  დემოკრატია.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (1973-1977წ.წ.),  ნობელიანტი  ჰენრი  კისინჯერი  წერდა: „მე იმედგაცრუებული ვარ. კაპიტლიზმის  იდეამ  ვერ  გაამართლა”.  უკვე  დღის  წესრიგში  დგას  კაპიტალიზმის გადაფასების საკითხი.

    ასეთ  სიტუაციაში  აქტუალი  ხდება  მსჯელობა  საზოგადოებრივი  ურთიერთობების ალტერნატიულ მოდელზე.  ასეთად,  შეიძლება  წარმოვადგინთ  კონვერგენციული საზოგადოება.  თანამედროვეობის პრიზმაში კონვერგენციულ  საზოგადოებად  უნდა  მოვისაზროთ  მრავალწყობიანი, მრავალსაკუთრებიანი,  მრავალინტერესიანი, პლურალი- სტული  საზოგადოება.

    თარიღი: 10/01/2022